ახალი ამბები

ბერლუსკონი ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანეს

5 აპრილი, 2023 • 785
ბერლუსკონი ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანეს

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლოსკონი მილანის საავადმყოფოში, ინტენსიურ განყოფილებაში მოათავსეს, იუწყება „გარდიანი“ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, 86 წლის პოლიტიკოსი და ბიზნესმენი კარდიოლოგიურ განყოფილებაშია, საავადმყოფოში კი იგი სუნთქვის უკმარისობის გამო გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

ბერლუსკონი მილანის სან რაფაელის საავადმყოფოში აქამდეც იყო მოთავსებული და პარასკევს გამოწერეს, რუტინული შემოწმების შემდეგ. მაშინ ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მუშაობას უბრუნდებოდა – მისი პარტია ახლანდელი მმართველი კოალიციის წევრია.

მილიარდერი ბერლუსკონი 1994-2011 წლებში სამჯერ ედგა სათავეში იტალიის მთავრობას და ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო წლებში რამდენჯერმე ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი