უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ორი ქართველი დაიღუპა. მათ შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველები ავრცელებენ.
“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 40-ზე მეტი ქართველია დაღუპული.








