ახალი ამბები

ჰერჩინსკი: არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ 12 პუნქტი სრულდება

4 აპრილი, 2023 • 659
ჰერჩინსკი: არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ 12 პუნქტი სრულდება

საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ სტატუსი მიღება „მხოლოდ ერთი ნაბიჯია ევროკავშირის წევრობისკენ და კიდევ ბევრი იქნება“. ასევე, ხაზი გაუსვა პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის მნიშვნელობას:

„ეს მოითხოვს ეროვნულ კონსენსუსს და ყველა პოლიტიკური ძალის ერთად მუშაობას ინკლუზიურობის, კომპრომისისა და კონსტრუქციულობის სულისკვეთებით. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება დამოკიდებულება იქნება საქართველოს პროგრესზე“, –აღნიშნა ელჩმა და დაამატა, რომ „ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ 12 რეკომენდაცია სრულდება“.

ჰერჩინსკის აგრეთვე ჰკითხეს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე, რომელიც თბილისში ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციას დაესწრო. ჰერჩინსკიმ უპასუხა, რომ ფონ კრამონი „თავად წყვეტს, სად წავიდეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი