ახალი ამბები

ქართველი მსახიობები ნეტფლიქსის ახალ ფილმში – „Extraction 2″

4 აპრილი, 2023 • 2759
ქართველი მსახიობები ნეტფლიქსის ახალ ფილმში – „Extraction 2″

2023 წლის ზაფხულში გამოვა ნეტფლიქსის ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი – „Extraction 2″.

ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ კრის ჰემსვორთს პარტნიორობას გაუწევენ ქართველი მსახიობები: თორნიკე გოგრიჭიანი, ანდრო ჯაფარიძე და თინა დალაქიშვილი.

მათთან ერთად სურათში მონაწილეობას მიიღებენ:  დათო ბახტაძე, თაკო ტაბატაძე, ირაკლი კვირიკაძე, ლევან საგინაშვილი, თორნიკე ბზიავა და სხვა ქართველი მსახიობები.

ფილმის აღწერის მიხედვით, მთავარი გმირი ტაილერ რეიკი ქართველ განგსტერს უპირისპირდება და მისი ტყვეობიდან ერთი ოჯახის დახსნას ცდილობს.

კადრები ფილმის გადასაღები მოედნიდან:

კრის ჰემსვორთი, ანდრო ჯაფარიძე და თინა დალაქიშვილი ფილმში – Extraction 2

კრის ჰემსვორთი და თინა დალაქიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი