ახალი ამბები

“ამბასადორში” ხანძარი ლოკალიზებულია

31 მარტი, 2023 • 1300
“ამბასადორში” ხანძარი ლოკალიზებულია

სასტუმრო “ამბასადორში” გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.  ამის შესახებ ინფორმაციას თავად სასტუმროს ადმინისტრაცია და შსს ავრცელებენ.

“დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო ამბასადორი თბილისის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა ხანძარი. სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება. მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია”, – ნათქვამია “ამბსადორის” განცხადებაში.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე. ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი