ახალი ამბები

სასამართლოში „მოლოტივის“ სროლაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს

31 მარტი, 2023 • 983
სასამართლოში „მოლოტივის“ სროლაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში  მიმდინარეობს ლაზარე გრიგორიადისის პროცესი. მას ედავებიან 7-8 მარტის აქციებზე პოლიციისთვის ე.წ. მოლოტივის კოქტეილის სროლასა და პოლიციის ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებას.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილია.

პროცესის პარალელურად, დღეს, 31 მარტს, სასამართლოს დარბაზსა და მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტები შეიკრიბდნენ. გრიგორიადისს მხარდაჭერა გამოუცხადა პარტია „ევროპულმა საქართველომ“, ასევე „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ, მოძრაობა „სირცხვილიამ“ და სხვა აქტივისტებმა.

გრიგორიადისი 29 მარტს, თბილისში, მეგობრის სახლში დააკავეს. დაკავებისას გაჩხრიკეს მისი მეგობრის სახლი, სადაც იგი იმყოფებოდა.

შსს ლაზარე გრიგორიადისს ედავება 7-8 მარტის პროტესტისას პოლიციის თანამშრომლებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს. უწყების თანახმად, დაკავებულმა ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ს კუთვნილ ავტომობილს.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მთავარ ფოტოზე: ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო პროცესზე / სალომე ბარკერი

მასალების გადაბეჭდვის წესი