ახალი ამბები

მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე ძალადობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

30 მარტი, 2023 • 902
მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე ძალადობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებლის მხრიდან მოსაწავლეზე ძალადობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეო თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც რადიო „მოზაიკა“ წერს, მოწავლეზე ძალადობა სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმაც დაადასტურა და პედაგოგი  ამ დროისთვის სამსახურიდან გათავისუფლებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი