იტალიაში ქართველი ქალის დაჭრის გამო მისი ქმარი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 32 წლის ქალი 47 წლის კაცმა მძიმედ დაჭრა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. შემთხვევა გუშინ, 28 მარტს, იტალიის ქალაქ ბარიში მოხდა.
როგორც იტალიური მედია წერს, სამართალდამცავებმა კაცი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.