ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭოს ოპოზიციონერები დუმილისთვის საბჭოს აკრიტიკებენ

29 მარტი, 2023 • 982
თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭოს ოპოზიციონერები დუმილისთვის საბჭოს აკრიტიკებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციონერი წევრები საბჭოში შემავალ ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებენ თათია სამხარაძისა და სხვა ქალების შევიწროების საქმეზე დუმილის გამო. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ მეთი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას ქალთა სექსუალური შევიწროებისგან დასაცავად.

„ვეხმაურებით, შალვა რამიშვილის მიერ რამდენიმე ქალის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებს, რომლებიც სწორედ სავარაუდო მსხვერპლთა გამბედაობისა და სიმამაცის შედეგად გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.

იმის გათვალისწინებით, რომ შალვა რამიშვილი არის ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიის „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებელი და წამყვანი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო და მისი თავმჯდომარე დუმს ამ ფაქტებთან დაკავშირებით.

მიუხედავად მრავალი მოწოდებისა მათ ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებიათ პოზიცია ან განცხადება ქალთა მიმართ შალვა რამიშვილის მიერ, სავარაუდოდ, განხორციელებულ სექსუალური შევიწროების საკითხზე.

უფრო მძაფრი და შემაშფოთებელია ხელისუფლების წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილის პოზიცია, რომლებიც შალვა რამიშვილის დაცვის მოტივით, საერთო ოცნებისეული ნარატივით ცდილობენ სავარაუდო მსხვერპლთა დამცირებასა და შეურაცხყოფას.

ჩვენთვის, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საბჭომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზე დგას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი კი სწორედ ამ საკითხს ეხება. ამ პროცესში აუცილებელია ფაქტების ობიექტური გამოძიება, სავარაუდო მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათთვის სოლიდარობის გამოცხადება, რათა ეს გახდეს წამახალისებელი სხვა ქალებისთვის, რომლებთაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ ძალადობაზე საჯაროდ საუბარი.

იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და ზოგადად საბჭო არ გაითვალისწინებს ჩვენს მოწოდებებს და შეინარჩუნებს დუმილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ის იმართება ქართული ოცნებისა და პოსტ-ტვ-ის დირექტივებით და ნებისმიერი მოქმედება მათ მიერ განხორციელებული იქნება ფორმალური და მოჩვენებითი. შესაბამისად, ჩვენ არ გვსურს ამ ფორმალურ, ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ პროცესებში მონაწილეობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საბჭოს, კარგად გაითავისონ ქალთა ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების მიმართულებით მათი წილი პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიღებთ გადაწყვეტილებას საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით“, — აცხადებენ თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭოს ოპოზიციონერი წევრები.

ხელმომწერები არიან:

  1. პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი – ნინო წულაძე;
  2. ფრაქცია „ლელო პარტინიორობა საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი ვახტანგ სურგულაძე;
  3. ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრი – სალომე კობალაძე;
  4. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი – ნინო კვიტაიშვილი;
  5. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი – ბარბარა ჯიმელი სულაშვილი;
  6. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი – ლილე ლიპარტელიანი;
  7. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი – ანა გოგოლაძე;
  8. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს წევრი – სოფო ჯაფარიძე;

რაც შეეხება თავად გენდერულ საბჭოს, მასში 20 წევრი შედის და ესენი არიან:

  1. თინათინ ნიბლოშვილი, საბჭოს თავმდჯომარე;
  2. ნინო ვარდოსანიძე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
  3. ოთარ გრიგოლია;
  4. ნინო რუხაძე;
  5. ნიკოლოზ კახეთელიძე;
  6. გურამ ოქროპირიძე;
  7. ანა კაკაბაძე;
  8. ვლადიმერ ბოჟაძე;
  9. მარიამ ზაქარეიშვილი;
  10. ნათია მოდებაძე;
  11. მარიკა დარჩია;
  12. ნინელი ფუტკარაძე;
  13. ნინო ბურძენიძე;
  14. თამარ ჩახვაშვილი;
  15. ელენე კაპანაძე;
  16. მაია გეგია;
  17. მამუკა ბალიაშვილი;
  18. ელენე დუმბაძე;
  19. ნინო ჩიმაკაძე;
  20. ნინო ვაშაკიძე

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი