ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, მთავრობა მასთან „ევროკავშირის კონსილიუმს არ უშვებს“

27 მარტი, 2023 • 847
სააკაშვილის თქმით, მთავრობა მასთან „ევროკავშირის კონსილიუმს არ უშვებს“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მთავრობა მასთან „ევროკავშირის კონსილიუმს არ უშვებს“, ხოლო განცხადებები, თითქოს იგი უარს ამბობს ექიმებზე, ტყუილია.

სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ ხელისუფლებას წლებიას სურს „მიაკრას მას მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოკლა“ და ამატებს, რომ „ერთადერთი, ვინც მის დროს ქართულმა სახელმწიფო ძალებმა დახოცეს, იყვნენ რუსი ინტერვენტები, რომელთაც 2008 წელს გადმოკვეთეს ჩვენი საზღვარი. სწორედ ამათ ხოცვაზე საუბრობს ბოლომდე რუსი პრემიერი“.

მისივე თქმით, „გირგვლიანის საქმე იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილი“.

სააკაშვილი აგრეთვე წერს: „მმართველობა დაიწყეს ჩემ [მიმართ] აბსურდული ბრალდებებით და ამთავრებენ იგივეთი“.


სააკაშვილისთვის ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზის გადაცემის კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა“:

ღარიბაშვილმა სააკაშვილი ნორვეგიელ ტერორისტ ანდერს ბრეივიკსაც შეადარა. ამას საქართველოში ნორვეგიის ელჩიც გამოეხმაურა:

მასალების გადაბეჭდვის წესი