აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველი, ასიდა შაკრილი 2022 წლის ანგარიშში, რომელიც დე ფაქტო პარლამენტში წარადგინა, კვლავ საუბრობს აფხაზეთში ეთნიკური ქართველების უფლებებზე.
კერძოდ, შაკრილი ყურადღებას ამახვილებს გალში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზეთის პასპორტების გაცემასთან დაკავშირებულ პრობლემაზე.
“აღნიშნული საკითხის გადაჭრა ყოველწლიურად რთულდება პოლიტიკური კონინუქტურის, მოქალაქეობისა და ბინადრობის შესახებ კანონის ნორმების, ბიუროკრატიული, ტექნიკური თუ სხვა პრობლემების გამო”, – ამბობს შარკილი.
დოკუმენტაციისა და გადაადგილების უფლების კონტექსტში ასიდა შაკრილმა აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის დაუშვებლობაზეც ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ ახსენა ევროპის ორმაგი სტანდარტები ადამიანის უფლებებზე და ევროპის საბჭოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, აფხაზეთში გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტებით ევროპის ქვეყნებში გამგზავრება იზღუდება.