ახალი ამბებირეკლამა

„შუახევიჰესს“ პრაშანტ შინდე უხელმძღვანელებს

27 მარტი, 2023 • 653
„შუახევიჰესს“ პრაშანტ შინდე უხელმძღვანელებს

„შუახევიჰესს“ პრაშანტ შინდე უხელმძღვანელებს. პრაშანტი 15-ზე მეტი წელი მუშაობდა წამყვან პოზიციებზე ინდოეთის უმსხვილეს ენერგოკომპანია TATA Power-ში. მას აქვს მრავალმხრივი მუშაობის გამოცდილება განახლებადი ენერგიის ობიექტებზე, როგორიც არის ჰიდრო, მზის და ქარის სადგურები.

თავისი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ის პასუხისმგებელი იყო 100 და მეტი მგვტ სიმძლავრის Tata Power-ის მზის პროექტების მართვაზე ბანგალორში, როგორც საინჟინრო გჯუფის ხელმძღვანელი. მისი როლი გადამწყვეტი იყო მუმბაიში საიმედოობაზე ორიენტირებული მოვლის, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის, IOT და უახლესი ანალიტიკური პლატფორმების ჩამოყალიბებაში 10 გვტ. გენერაციის, გადაცემის და განაწილების ბიზნესისთვის ტატა ფაუერში. ექსპლუატაციისა და რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობდა 300 მგვტ სიმძლავრის ბირას ჰიდროელექტროსადგურზე, რომელსაც ამავდროულად აქვს ტუმბოსაცავი (150 მგვტ), ხოლო თავისი კარიერის საწყის ეტაპზე კომპანია SUZLON-ში ქარის ელექტროსადგურზე.

,,ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგოობიექტის – შუახევიჰესის ხელმძღვანელობა. განახლებადი ენერგიის ობიექტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების, შიდა წარმოების ზრდის, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისა და დეკარბონიზაციის  პროცესში. შუახევიჰესი ქვეყნის მსხვილ და პატარა ენერგოობიექტებთან ერთად, როგორც დღეს, ასევე მომავალში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის.“ – განაცხადა პრაშანტ შინდემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი