ახალი ამბები

აშშ-ში ტორნადოს შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა

26 მარტი, 2023 • 946
აშშ-ში ტორნადოს შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა მისისიპისა და ალაბამაში 25 მარტს მომხდარი ტორნადოს შედეგად. მისისიპის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტორნადოს შედეგად შტატებში სახლების ნაწილი სრულად დაინგრა, დაიმტვრა მანქანები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დაშავებულთა გადასარჩენად სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

BBC-ის ცნობით, ტორნადო შუაღამისას მოხდა, როდესაც ხალხს ეძინა და განგაშის სირენების ხმა არ გაუგიათ.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით ფედერალურმა ხელისუფლებამ ტორნადოებით დაზარალებულ რეგიონებში ხალხის დასახმარებლად დროებითი თავშესაფრები, გრანტები, სახლების შეკეთება და ქონებაზე მიყენებული ზარალის დასაფარად იაფი სესხები უნდა უზრუნველყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი