ახალი ამბები

PSP-ს განმარტება მედიკამენტების ხელოვნურად გაძვირების ბრალდებაზე

24 მარტი, 2023 • 1976
PSP-ს განმარტება მედიკამენტების ხელოვნურად გაძვირების ბრალდებაზე

ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ, სხვა კომპანიებთან ერთად, 23 მარტს ისიც დაადანაშაულა ონკოლოგიური მედკიმანტების ხელოვნურ გაძვირებაში.

ნეტგაზეთი შეეცადა ბრალდებაზე პასუხის მოპოვებას, თუმცა კომპანიის განცხადება საინფორმაციო სააგენტო  IPN-მა მოგვიანებით სარეკლამო ხელშეკრულების ფარგლებში გაავრცელა, სადაც აღნიშნულია:

„ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დარიცხვები 2-დან 25%-მდე არის განსაზღვრული.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი ფასები ანუ თვითღირებულება.

მედიკამენტები მიმოქცევის დროს, კონკრეტული პროდუქტის მოკლე ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია სარეალიზაციო ფასი მნიშნელოვნად შემცირდეს და გახდეს თვითღირებულების მეოთხედიც კი.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოზიციები მოკლე ვადის (04/2023) გამო გაიცემოდა 4-5- ჯერ უფრო დაბალ ფასად.

კომპანიაში არსებული ხარისხის სისტემის მიხედვით, ხდება იმ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება, რომელთა მოქმედების ვადაც 1 თვეზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პოზიციებზე 2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება. სამინისტროს პორტალზე მიმდინარედ განახლდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები, საიდანაც 40-ზე მეტ, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ, მედიკამენტზე მოხდა ფასების შემცირება, ხოლო 7 მდიკამენტზე მოხდა 2022 წლის ბოლო კვარტლის ღირებულებაზე დაბრუნება“, — ნათქვამია  PSP-ს 23 მარტის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი