ახალი ამბები

ხვალ საქართველოს ეწვევა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

22 მარტი, 2023 • 942
ხვალ საქართველოს ეწვევა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ხვალ, 23 მარტს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანალენა ბერბოკს უმასპინძლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები პრესისთვის.

ვიზიტის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი.

ანალენა ბერბოკს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ანალენა ბერბოკი ასევე შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან.

ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელძღვანელის, ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი