ახალი ამბები

ახლა დიტო სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ – მდინარაძე

21 მარტი, 2023 • 927
ახლა დიტო სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ – მდინარაძე

“ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ”, – ასე პასუხობს მამუკა მდინარაძე კითხვას, ეუხერხულება თუ არა პარტიაში ისეთი წევრის ყოლა, როგორიც დიტო სამხარაძეა.

საუბარია “ქართული ოცნების” დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეზე, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკული მოქალაქეების მიმართ აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა.

ჟურნალისტმა მდინარაძეს ჰკითხა, რა უნდა მოიმოქმედოს პარტიამ ისეთი წევრის მიმართ, რომელიც არ ერიდება მოქალაქეების ღია მუქარას, გინებასა და შეურაცხყოფას იმ დროს, როცა მმართველი პარტია სხვა მოქალაქეების მხრიდან “ფაშიზმსა დ ბოლშევიმზე” საუბრობს.

“ნება მომეცით, თქვენი კითხვაც შევაფასო, რადგან მე ჩემი აზრი გამიჩნდა ამასთან დაკავშირებით. თქვენ გნებავთ, რომ იყოს ბულინგი “ქართული ოცნების” დეპუტატებზე, მათ ოჯახებზე, მცირეწლოვან შვილებზე, მაგრამ, როგორც კი ვინმე გაბედავს საპასუხო რეაქციას ჰქონდეს, ის დააბულინგოს, მათ შორის დეპუტატი”, – განაცხადა მდინარაძემ.

მოქალაქე ნუგზარ სულაშვილი “ფეისბუკზე” ავრცელებს მიმოწერის ფოტოასლს, რომლის თანახმადაც მას მმართველი გუნდის წევრი,  დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს. თავად დეპუტატი აღნიშნულს უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი