ახალი ამბები

პუტინი მარიუპოლში ჩავიდა – პროპაგანდისტული მედია

19 მარტი, 2023 • 1374
პუტინი მარიუპოლში ჩავიდა – პროპაგანდისტული მედია

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა.

რუსული სამთავრობო მედიის მიხედვით, პუტინმა მოინახულა მარიუპოლის სანაპირო, თეატრის შენობა და ქალაქის ისტორიული ადგილები.

როიტერის მიხედვით, ეს ხდება ერთი დღის შემდეგ იქიდან, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დასაკავებლად ორდერი გამოსცა.

მარიუპოლი არის ქალაქი, სადაც ოკუპანტები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მათ დაბომბეს თეატრის შენობა იმ დროს, როდესაც იქ ადამიანები იმყოფებდონენ, ასევე საავადმყოფო.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.