ახალი ამბები

პოლონეთში 33 წლის ქართველი სალარო აპარატების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

19 მარტი, 2023 • 1905
პოლონეთში 33 წლის ქართველი სალარო აპარატების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს
პოლონეთში დააკავეს საქართველოს 33 წლის მოქალაქე, რომელსაც ბრალად მაღაზიებისა და ბენზინგასამართი სადგურების სალარო აპარატების გაქურდვა ედება.
პოლონური მედიის თანახმად, სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საბოლოოდ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პოლიციის მიხედვით, მათ ქალაქ პიასეჩნოში კამერებზე დააფიქსირეს ქურდობის 2 ეპიზოდის ფაქტი. შემდგომში გამოძიებამ დაადგინა, რომ იგივე მეთოდით ბრალდებული სალარო აპარატებს სხვა ქალაქებშიც ქურდავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი