ახალი ამბები

დარწმუნებული ვარ, ივანიშვილსაც იგივე დაემართება, რაც პლახოტნიუკს მოლდოვაში – ფოტიგა

14 მარტი, 2023 • 933
დარწმუნებული ვარ, ივანიშვილსაც იგივე დაემართება, რაც პლახოტნიუკს მოლდოვაში – ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი გაიზიარებს მოლდოველ ოლიგარქისა და ქვეყნის ყოფილი არაფორმალურ მმართველს, ვლადიმირ პლახოტნიუკის ბედს.

ამის შესახებ ფოტიგამ დღეს, 14 მარტს, ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა. დისკუსიის სახელწოდება იყო „პოლიტპატიმრები, რომლებზე სიკვდილის ბრძანებაა გაცემული: კარა-მურზა, გორინოვი და სააკაშვილი“.

„მინდა გავიხსენო მოლდოვის შემთხვევა, როდესაც ოლიგარქი პლახოტნიუკი, რომელიც იმდენად მძიმე გავლენას ახდენდა შიდა ვითარებაზე, ევროპარლამენტის დიდი წნეხის შედეგად საბოლოოდ გავიდა  ამ ქვეყნის პოლიტიკური სცენიდან.

იმედია და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იგივე დაემართება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ახლა ძალიან უკავშირდება საქართველოს პრორუსულ ორიენტაციას“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

2019 წლის ივნისში პლახოტნიუკი გაიქცა შეერთებულ შტატებში მოლდოვადან მას შემდეგ, რაც ვერ ჩამოაყალიბა მთავრობა თავის დემოკრატიულ პარტიასთან ერთად. 2020 წელს შეერთებულმა შტატებმა ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აშშ-მ მას სანქციებიც დაუწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი