ახალი ამბები

უბისა-შორაპნის გზის მე-10 კმ-ზე ფერდის ზედაპირი ჩამოიშალა – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

14 მარტი, 2023 • 1208
უბისა-შორაპნის გზის მე-10 კმ-ზე ფერდის ზედაპირი ჩამოიშალა – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომენტარს აკეთებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალურ გზაზე ერთ-ერთი მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით.

როგორც უწყებაში ამბობენ, გზის მშენებლობისას, „გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება“.

„სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებულ (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც დეპარტამენტში ამბობენ, ჩამოწმენდის სამუშაოების ჩატარების შემდეგ პროექტი დაგეგმილი სამუშაოები გაგრძელდება. „ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ“, – აღნიშნავენ უწყებაში.


გარეკანის ფოტო: https://interexpress.news/

მასალების გადაბეჭდვის წესი