ახალი ამბები

კინზინგერი: „ოცნება“ განაგრძობს ლაქუცს „მოსკოვიასთან“

13 მარტი, 2023 • 903
კინზინგერი: „ოცნება“ განაგრძობს ლაქუცს „მოსკოვიასთან“

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრის, ადამ კინზინგერის განცხადებით, „ქართული ოცნება“ განაგრძობს ლაქუცს რუსეთთან მაშინ, როცა საქართველოს დასავლეთში ყოფნა სურს.

„როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა სრულიად გადაეშვა რუსულ დეზინფორმაციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ „სატანისტების ფორმები“. საქართველოს სურს დასავლეთში ყოფნა, „ქართული ოცნება“ კი ჩაფლავებულ მოსკოვიას ელაქუცება“, – წერს იგი „ტვიტერზე“.


გუშინ „იმედთან“ ინტერვიუში, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა:

„მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი