ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“მხარდაჭერა ევროპული გზისთვის მებრძოლ ადამიანებს”- ორგანიზაციები სომხეთიდან

9 მარტი, 2023 • 1975
“მხარდაჭერა ევროპული გზისთვის მებრძოლ ადამიანებს”-  ორგანიზაციები სომხეთიდან

საქართველოს ხელისუფლების მიერ “უცხოური გავლენის აგენტების” კანონის მხარდაჭერის ფონზე, რომელსაც საქართველოში არამხოლოდ სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და რეგიონში დემოკრატიულ პროცესების მხარდამჭერი განცხადება.

“სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს კოლგებს, ორგანიზაციებს და თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და მათი ქვეყნის კონსტიტუციით განაზღვრული ევროპული გზისთვის მებრძოლ ცალკეულ ადამიანებს.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი სადავო კანონის მიღება მეზობელ საქართველოში დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, უფლებებსა და ადამიანის თავისუფლებებს, ასევე, დემოკრატიულ პროცესებს მთელ რეგიონში, სადაც საქართველო, თავისი სამოქალაქო საზოგადოების სახით ერთ-ერთი მოწინავეა.

ხელმომწერი ორგანიზაციები სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საზოგადოებიდან სოლიდარობას ვუცხადებთ პარტნიორ ორგანიზაციებსა და ცალკეულ ადამიანებს, ვინც დემოკრატიისთვის, ადამიანის თავისუფლებებისთვის, უფლებებისთვის და საქართველოში ხალხის არჩეული გზისთვის იბრძვის”.

განცხადების სრული ტექსტის და ხელმომწერი ორგანიზაციების ნახვა შეგიძლიათ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი