ახალი ამბები

აქციის მონაწილეებს მტკვრის მარჯვენა სანაპირო აქვთ გადაკეტილი

9 მარტი, 2023 • 534
აქციის მონაწილეებს მტკვრის მარჯვენა სანაპირო აქვთ გადაკეტილი

აქციის მონაწილეებს მტკვრის მარჯვენა სანაპირო აქვთ გადაკეტილი.

მას შემდეგ, რაც პარლამენტთან შეკრებილი აქციის დაშლა სპეცრაზმმა დაიწყო, აქციის მონაწილეთა ნაწილმა ჯერ იუსტიციის სახლისკენ გადაინაცვლა და საავტომობილო გზა გადაკეტა. ამის შემდეგ კი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადავიდნენ და გზა გადაკეტეს.

პარალელურად აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირის ნაწილი, სადაც მათ დაშლას ამ წუთებში სპეცრაზმი ცდილობს.

8 მარტს საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს “არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!”.

ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.