ახალი ამბები

მომიტინგეთა დარბევა რუსთაველზე, ეროვნულ გალერეასთან გაუფრთხილებლად დაიწყეს

9 მარტი, 2023 • 716
მომიტინგეთა დარბევა რუსთაველზე, ეროვნულ გალერეასთან გაუფრთხილებლად დაიწყეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა. ამჯერად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის მონაწილეებს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეასთან შლის.

პოლიცია იყენებს ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს, თუმცა მათ გამოყენებამდე არ ყოფილა ხმოვანი გაფრთხილება, რომელიც აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

დღეს, 8 მარტს, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს “არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!”. აქციის მონაწილეები რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით, თუმცა მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მაინც ბრუნდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი