ახალი ამბები

პარლამენტთან აქციაზე სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის კვლავ შეტაკებები დაიწყო

8 მარტი, 2023 • 2783
პარლამენტთან აქციაზე სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის კვლავ შეტაკებები დაიწყო

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ შეტაკებები დაიწყო.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს, იქ დამონტაჟებული რკინის ჯებირი მოშალეს და პარლამენტის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, პარლამენტის შენობიდან წყლის ჭავლით მათი დაშლა დაიწყეს.

წყლის ჭავლით შლიან ჩიტაძის ქუჩზე მყოფ მომიტინგეებსაც. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებს, სავარაუდოდ, ცრემლსადენ გაზს. აქციის მონაწილეები ჩიტაძის ქუჩიდან რუსთაველზე ინაცვლებენ.

დღეს, 8 მარტს, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს “არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!”.

მასალების გადაბეჭდვის წესი