ახალი ამბებიკომენტარი

ვგმობ და წინააღმდეგობას ვუცხადებ „აგენტების კანონს“ – ნიკოლოზ რაჭველი

7 მარტი, 2023 • 1118
ვგმობ და წინააღმდეგობას ვუცხადებ „აგენტების კანონს“ – ნიკოლოზ რაჭველი

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქზე ეხმიანება პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტის განხილვას და წერს, რომ გმობს აგენტების კანონს.

„ახლა გავიგე, კანონპროექტის განხილვას ხუთშაბათის ნაცვლად დღესვე შეუდგნენ, სამწუხაროდ, გასტროლზე ყოფნის გამო ვერ ვიქნები პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, მაგრამ მთელი არსით, შეგნებით, ჩემი სამშობლოს ენით აუწერელი სიყვარულით და ერთგული მსახურებით, მომავალ თაობებზე ფიქრითა და წარსულის გააზრებით ვგმობ იმას, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, ვგმობ და წინააღმდეგობას ვუცხადებ „აგენტების კანონს“ (ორივეს, სამივეს და გნებავთ, ხუთი ვერსია რომ შემოგვთავაზონ, ხუთივეს!), რადგან უპირველეს ყოვლისა ის ბარიერია დემოკრატიული პროცესების გაძლიერების გზაზე ჩვენს სახელმწიფოში, ჩატეხილი ხიდია ჩვენსა და ჩვენდამი გულშემატკივარ დასავლელ პარტნიორებს, დონორებს, მხარდამჭერებს შორის და, რაც მთავარია, იწვევს იმ ქვეყნებისა და დიპლომატების უაღრესად ნეგატიურ რეაქციას, რომელთა კეთილგანწყობა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური კურსის – ევროპულ ოჯახში ინტეგრირების აღსასრულებლად!“ – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი