ახალი ამბები

“ამას ისე გეუბნებით, როგორც მეგობარი…” – გერმანიის ელჩის მიმართვა

6 მარტი, 2023 • 939
“ამას ისე გეუბნებით, როგორც მეგობარი…” – გერმანიის ელჩის მიმართვა

გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი ეხმაურება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცესს.

მისი თქმით, “ამ კანონპროექტის კანონად ქცევა წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებსა და ღირებლებებთან”.

“ამას ისე გეუბნებით, როგორც მეგობარი”, – დაწერა ტვიტერზე გერმანიის ელჩმა.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი