„სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება“, — ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ხალხის ძალიდან“ მიხეილ ყაველაშვილმა ენმ-ის წევრ ხატია დეკანოიძეს, რომელმაც მას ორი წიგნის წაკითხვა ურჩია.
ხატია დეკანოიძე: მიშა, მე, მაგალითად, წავიკითხავდი 2 წიგნს და მერე მოვიდოდი აქ.
მიხეილ ყაველაშვილი: არ გადამრიო, მართლა? წიგნი რა შუაშია? სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ რაც გააკეთე, უცხო ქვეყნის ტელევიზიაში, იმას წიგნი არ სჭირდება. იმას შინაგანი მრწამსი სჭირდება და სინდისი სჭირდება.
— წიგნი თავშია. უმაღლესი განათლება არა გაქვთ… მიშა, ძალიან უწიგნური ხარ.
— უწიგნური არა ვარ. შენ რა იცი, მე რამდენი წიგნი მაქვს [წაკითხული]. რა იცი, ჩემი განათლების შესახებ? შენ განათლება გგონია წიგნების წაკითხვა და არაა მარტო ეგ.
ყაველაშვილმა თქვა, რომ ხატია დეკანოიძე სხვა ქვეყნის ტელევიზიაში რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებდა.
თავის მხრივ, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ სამშობლოს გამყიდველი იქნება ყველა, ვინც რუსულ კანონს დააჭერს ხელს.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
https://netgazeti.ge/life/658327/