ახალი ამბები

“ჭერი რომ გაიხსნას და ბინძური მასა თავზე დაგესხათ, დატოვებთ ტრიბუნას?” – გოცირიძე მაჭარაშვილს

6 მარტი, 2023 • 1917
“ჭერი რომ გაიხსნას და ბინძური მასა თავზე დაგესხათ, დატოვებთ ტრიბუნას?” – გოცირიძე მაჭარაშვილს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი რომან გოცირიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გურამ მაჭარაშვილს მიმართავს, რომელიც მომხსენებელია სხდომაზე, რომელზეც კომიტეტი რუსულ კანონს განიხილავს:

„დაიცალა ოპოზიცია სათითაოდ დარბაზიდან, რამდენი შეკითხვაც დაისვა, იმდენი გააძევეთ. ამიტომ პირდაპირ კანონთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ შეკითხვა, რომელიც იურიდიულად გამართული იქნება და ძალიან მოგეწონებათ.

ბატონო გურამ, აი, ეს ჭერი რომ გაიხსნას და იქიდან ერთი ტონა ბინძური მასა რომ გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას? ბატონი ანრი რომ არ დატოვებს, ვიცი, მაგრამ თქვენ თუ დატოვებთ?“ – ჰკითხა დეპუტატმა რომან გოცირიძემ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტს განიხილავს დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ჟურნალისტებს დარბაზში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს, ოპოზიციონერ დეპუტატებას კი კითხვების დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ და რიგ-რიგობით აძევებენ სხდომათა დარბაზიდან. ამასთან, საქართველოს პარლამენტი არ უზრუნველყოფს სხდომის სრულფასოვან პირდაპირ ტრანსლირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი