ახალი ამბები

„დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა“ – ქარტია გმობს აქციაზე ჟურნალისტების დაკავებას

2 მარტი, 2023 • 655
„დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა“ – ქარტია გმობს აქციაზე ჟურნალისტების დაკავებას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე ჟურნალისტების დაკავებას.

„ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ქარტია აღნიშნავს, რომ „პუბლიკის“ რედაქტორის, ზურა ვარდიაშვილის დაკავებისას სამართალდამცავებს უხსნიდნენ, რომ იგი ჟურნალისტია, თუმცა მაინც დააკავეს.


ცოტა ხნის წინ პოლიციამ პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე დააკავა „პუბლიკის“ დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას“ ჟურნალისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი