სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალეს” წარმომადგენლის, ნიკა ფარულავას ინფორმაციით, პარლამენტის წინ “რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე დააკავეს აქტივისტი ნიკა კვიტატიანი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი პატარაია.
ისინი სიტყვის “მონალიზა” შეძახილის შემდეგ დააკავეს.
“ნეტგაზეთი” დეტალების დაზუსტებას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
ამ დრომდე ცნობილია, რომ აქციაზე რამდენიმე საათის წინ დააკავეს 4 ადამიანი, შემდეგ, “პუბლიკის” რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი და, როგორც “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, დაკავებულია ასევე გამოცემის რეპორტიორი, ბექა ჯიქურაშვილი.
