ახალი ამბები

გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მუზეუმს დავა სააპელაციოშიც მოუგო

28 თებერვალი, 2023 •
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მუზეუმს დავა სააპელაციოშიც მოუგო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული დინარა ვაჩნაძის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აქვეყნებს, რომელიც სასამართლოში მის ინტერესებს იცავს.

დინარა ვაჩნაძე ერთ-ერთია კულტურის სამინისტროდან დათხოვნილ 100 თანამშრომელს შორის, ვინც 2022 წლის დასაწყისში, თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე გაათავისუფლეს.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ცნობით, ეროვნული მუზეუმი სააპელაციო სასამართლოში დავობდა პირველი ინსტანციით მიღებულ 8 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, დინარა ვაჩნაძის სამსახურიდან გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.

ორივე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებით ეროვნულ მუზეუმს დინარა ვაჩნაძის მიმართ დაეკისრა კომპენსაციისა და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი