დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინიტრო ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან 2022 წელს გაწეული საქმიანობების შესახებ ანგარიშების წარდგენას ითხოვს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2014 წლიდან ასევე მოქმედებს რუსული კანონი “უცხოელი აგენტების შესახებ”. მსგავსი კანონის მიღება რუსეთის ზეწოლით სურთ აფხაზეთშიც, თუმცა აფხაზურ საზოგადოებაში დიდი წინააღმდეგობა არსებობს აღნიშნული კანონის მიღების საკითხში.
როგორც დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, 100-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული მათ უწყებაში, თუმცა, მხოლოდ 22-მა წარადგინა საკუთარი საქმიანობის ანგარიში.
რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებულ სამხრეთ ოსეთში 2007 წლიდან მოქმედებს დე ფაქტო მთავრობის დადგენილება, რომლის შესაბამისად, ყველა ორგანიზაციამ იუსტიციის სამინისტროში უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში.