ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ენგურზე საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1200 მოქალაქე დავაკავეთ” – სოხუმი

27 თებერვალი, 2023 • 1078
“ენგურზე საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1200 მოქალაქე დავაკავეთ” – სოხუმი

აფხაზური მხარე აქვეყნებს ენგურზე უკანონო გადაკვეთის შემთხვევების 2022 წლის სტატისტიკას. დე ფაქტო უშიშროებისა და რუსეთის ფედერალური სამსახურების ცნობით, აფხაზური კანონმდებლობის შესაბამისად, 2022 წელს 1200 -ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავეს, რაც, ოფიციალური მონაცემების შესაბამისად, დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

აფხაზური მხარის ცნობითვე, 1200 შემთხვევიდან “აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდებით 13 შემთხვევაში სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

აფხაზური მხარის 2021 წლის მონაცემებით, 2021 წელს აფხაზეთში რუსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ენგურზე  “აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” ან “საზღვრის კვეთის რეჟიმის დარღვევის” ბრალდებით 5000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს.

ენგურის გამშვებ პუნქტს აფხაზური მხარე სხვადასხვა საბაბით პერიოდულად კეტავს. შესაბამისად, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის პირობებში, გალის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, ხშირად უწევთ შემოვლითი და არაუსაფრთხო გზებით ქართულ მხარეს გადმოსვლა, შემდეგ კი უკან დაბრუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი