საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დღეს, 26 თებერვალს, ისლანდიის ნაკრებთან შესარჩევი მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით, 77-80 წააგო, თუმცა, საბოლოო ჯამში, დაგროვებული ქულებით ჩემპიონატზე გასვლა შეძლო.

საქართველოს ნაკრებს ჩემპიონატზე გასასვლელად მოგება, ან მაქსიმუმ 3 ქულით წაგება ჰყოფნიდა, რაც მოხდა კიდეც.