კახეთში 2 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე იძალადა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო.
მათივე ცნობით, 2 წლის გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მცირეწლოვანი გურჯაანის “ჯეოჰოპიტალსში”, დამწვრობებითა და მუცლის ძლიერი ტკივილით, გუშინ, 23 თებერვალს, შეიყვანეს და მძიმე მდგომარეობის გამო,ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტები მიიღეს.
მათივე ცნობით, მცირეწლოვნის ბებია ძალადობაში ბავშვის დედას ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ ის შვილზე სისტემატურად ძალადობდა.
