აფიშაახალი ამბები

იულიუს კეისარი — პრემიერა თბილისის ისტორიის მუზეუმში

22 თებერვალი, 2023 • 1043
იულიუს კეისარი — პრემიერა თბილისის ისტორიის მუზეუმში

24, 25 და 26 თებერვალს, 19:30 საათზე, თბილისის ისტორიულ მუზეუმში (ქარვასლა) გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა „იულიუს კეისარი“. დადგმას წარმოადგენს „თეატრი ათონელზე“.

მარტინ მაკდონას („ბალიშის კაცუნა“) და დევიდ ჰაროუერის („შავი ფრინველი“) შემდეგ გეგა გაგნიძე დაინტერესდა უილიამ შექსპირით. თეატრალური უნივერსიტეტის სარდაფისა და ათონელის თეატრის შემდეგ რეჟისორი  ბრიტანულ ტრილოგიას  ასრულებს თბილისის  ისტორიის მუზეუმში ტრაგედიით „იულიუს კეისარი“. სივრცე არის დადგმის მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილი. არათეატრალური სივრცე ემსახურება მაყურებლისა და სივრცის ურთიერთმიმართების კვლევას.

შექსპირის ხუთმოქმედებიანი ისტორიული დრამა აღწერს პომპეუსის შვილების დამარცხების შემდეგ რომში დაბრუნებული იულიუს კეისრის  წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულებისა და მისი სიკვდილის ამბავს. ერთპიროვნული  ძალაუფლებით შეწუხებული სენატორები გეგმავენ კეისრის წინააღმდეგ შეთქმულებას და არწმუნებენ მის უახლოეს მეგობარ მარკუს ბრუტუსს, მიიღოს მასში მონაწილეობა.

ძალაუფლებით, სიყვარულით, ღალატითა და ძალადობით  გაჯერებულ უილიამ შექსპირის პიესაში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: თემიკო ჭიჭინაძე, შაკო მირიანაშვილი, ია სუხიტაშვილი, გიორგი წერეთელი, ნატალია ჯუღელი, თაკი მუმლაძე, გაგა შიშინაშვილი, გიორგი რაზმაძე,  გიორგი გიორგანაშვილი, გივი ბალანჩივაძე, ოთარ აშკარელი, გიორგი ჩაჩუა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ანუკი ბუბუტეიშვილი, ელენე თავართქილაძე, კესო ავალიშვილი, ქეთა ხოჯანაშვილი, ლალიკო ღერკენაშვილი. ლაშა წიკლაური, ლიზი კოტრიკაძე, მარიამ ბალახაძე, ნიკა თავართქილაძე, ნიკა ჭკადუა, ნიკა გუგუნავა, ნიკუშა ხრიკული, ნინი თათოშვილი, თამარ ქადაგიძე, თათა გავაშელი, ნია გუგავა, მარიამ ბოლქვაძე, ალექსანდრე შარაბიძე.

სპექტაკლის რეჟისორია  გეგა გაგნიძე.

  • განათების მხატვარი: გიორგი მოზგოვოი
  • კოსტიუმების მხატვარი: თინათინ კვინიკაძე
  • კომპოზიტორი: ნოე კვირკველია
  • ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე
  • პროდიუსერი: თინათინ სალუქვაძე
  • რეჟისორის ასისტენტი: მარიამ ძმანაშვილი
  • პროექტის მენეჯერი: ნუცა ვარდოსანიძე
  • ფოტოგრაფი: ლევან ლეკო ჭყონია
  • კომუნიკაციის დიზაინი: ნიკა ხიპაშვილი

ბილეთები  იყიდება tkt.ge-ზე

მასალების გადაბეჭდვის წესი