ახალი ამბები

ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – საგარეო

21 თებერვალი, 2023 • 684
ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მინსკში ჩასვლას და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საგარეო უწყების განცხადებით, ბჟანიას მინსკში ჩასვლა წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.
აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.

ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, – ნათქვამია საგარეო სამინისტროს განცხადებაში.


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა ბელარუსში ჩავიდნენ. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა.

„როგორც იქნა, მინსკამდე ჩამოაღწიეთ. სალაპარაკო ბევრი გვაქვს. იცით, რომ ჩვენ მუდამ დაინტერესებული ვიყავით თქვენს მშვენიერ ქვეყანასთან თანამშრომლობით“,- უთხრა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ბელარუსის პრეზიდენტმა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მინსკში.

“როგორც იქნა, მინსკამდე ჩამოაღწიეთ” – ლუკაშენკო ბჟანიას

მასალების გადაბეჭდვის წესი