ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რა დღეში ჰყავთ სააკაშვილი, უხერხულია” – ლუკაშენკო

21 თებერვალი, 2023 • 1819
“რა დღეში ჰყავთ სააკაშვილი, უხერხულია” – ლუკაშენკო

“ვადევნებ სიტუაციას საქართველოში, მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით და არც ისე კარგად გამოიყურება ეს ყოველივე, იქიდან გამომდინარე, რომ ის ხომ მაინც პრეზიდენტი იყო. ამ დონეზე მისვლა უხერხულია”, – ეს განცხადება ბელრუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და დე ფაქტო საგარეო მინისტრთან შეხვედრის დროს გააკეთა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 20 თებერვალს ბელარუსში ჩავიდა. ვიზიტის დასრულების შემდეგ, როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბჟანია მოსკოვში ვიზიტს გააგრძელებს.

ლუკაშენკო აფხაზეთს 2022 წლის სექტემბერში ეწვია. იგი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი