ახალი ამბებიკინო

ცნობილია ბრიტანული კინოაკადემიის 2023 წლის გამარჯვებულები

20 თებერვალი, 2023 • 1046
ცნობილია ბრიტანული კინოაკადემიის 2023 წლის გამარჯვებულები

19 თებერვალს ლონდონში გაიმართა ყოველწლიური ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) 76-ე დაჯილდოების ცერემონია.

ცერემონიაზე საუკეთესო ფილმად დასახელდა „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“. ფილმი დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა. მან 7 ჯილდო მიიღო: საუკეთესო ფილმთან ერთად, სურათმა დაიმსახურა ჯილდო საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმისთვის, საუკეთესო  რეჟისორული და ოპერატორული ნამუშევრისთვის, ადაპტირებული სცენარისთვის, ხმისა და მუსიკისთვის.

საუკეთესო ბრიტანულ ფილმად დასახელდა „ინიშერინის მოჩვენებები“–  საუკეთესო სცენარისთვის პრიზი გადაეცა მარტინ მაკდონას, ხოლო კერი კონდონსა და ბარი კეოგანის გადაეცათ ჯილდო ფილმში ქალისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი  როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

ფოტო: EPA-EFE/TOLGA AKMEN

ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელი გახდა ქეით ბლანშეტი, ფილმისთვის „ტარი“ (Tár).

საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა ოსტინ ბატლერი, ფილმისთვის „ელვისი“.

ფოტო: EPA-EFE/TOLGA AKMEN

საუკეთესო ანიმაციისთვის ჯილდო გადაეცა გილერმო დელ ტოროს  „პინოქიოს“.

გამორჩეული დებიუტის კატეგორიაში გაიმარჯვა შარლოტ უელსმა ფილმისთვის „Aftersun“.

ფოტო გარეკანზე:  EPA-EFE/TOLGA AKMEN

მასალების გადაბეჭდვის წესი