ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზეფ ბორელს შეხვდა

17 თებერვალი, 2023 • 994
ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზეფ ბორელს შეხვდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შედგა.

„კარგი დისკუსია გვქონდა საქართველოში რეფორმებისა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის საჭიროებაზე. განვაგრძობთ ჩვენი ურთიერთობის განვითარებას და ერთად ვიმუშავებთ საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვისთვის“, – წერს ბორელი შეხვედრის შესახებ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული“.


ამჟამად მიუნხენში რიგით 59-ე უსაფრთხოების კონფერენცია იმართება, რომელსაც პრემიერი ღარიბაშვილიც ესწრება. კონფერენციის გახსნაზე დამსწრეებს მიმართეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი