ახალი ამბები

დაგვიანებით მისულმა ქალმა ქუთაისში კლინიკის ეზოში, მანქანაში იმშობიარა

17 თებერვალი, 2023 • 1331
დაგვიანებით მისულმა ქალმა ქუთაისში კლინიკის ეზოში, მანქანაში იმშობიარა

დიდთოვლობის გამო ქალმა კლინიკაში დროულად მისვლა ვერ მოახერხა და კლინიკის ეზოში, ავტომობილში იმშობიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის კლინიკა „ბომონდი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

„მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში“, – ამბობს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი