აფიშაახალი ამბები

გიორგი გიგაშვილის კონცერტი-მარათონი კონსერვატორიის მცირე დარბაზში

17 თებერვალი, 2023 • 965
გიორგი გიგაშვილის კონცერტი-მარათონი კონსერვატორიის მცირე დარბაზში

18 თებერვალს თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება გიორგი გიგაშვილის კონცერტი-მარათონი. 14:00-იდან 20:00 საათამდე მსმენელს საშუალება ექნება მოისმინოს ორსაათიანი პროგრამა, რომელსაც პიანისტი ერთსაათიანი შესვენებით (14:00, 17:00 და 20:00 საათზე) სამჯერ შეასრულებს. პროგრამა მოიცავს ბახის, შუმანის, სკრიაბინისა და მესიანის ნაწარმოებებს.

რვასაათიანი კონცერტის მანძილზე მსმენელს საშუალება ექნება, საკონცერტო სივრცეში თავისუფლად გადაადგილდეს, შეეძლება ნებისმიერ დროს შეუერთდეს ან დატოვოს წარმოდგენა.

გიორგი გიგაშვილის მიერ კლასიკური მუსიკის  კონცერტისთვის არატრადიციული  გარემოს შექმნა არის ჟანრის პოპულარიზაციის, ახალგაზრდა მსმენელზე მორგებისა და დაინტერესების მცდელობა. განსხვავებული მიდგომა და ქართულ მუსიკალურ სივრცეში იშვიათად შესრულებული ნაწარმოებები კი მიზნად ისახავს დაინტერესებული და არადაინტერესებული მსმენელისთვის კლასიკური მუსიკის  ახლებურად წარმოჩენას.

კონცერტ-მარათონზე დასწრება თავისუფალია.

ვიზუალის ავტორი – ელისაბედ იოსელიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი