ახალი ამბები

მთავარი პროკურატურის ახალი შენობის აშენება 22 მლნ ლარამდე დაჯდება

14 თებერვალი, 2023 • 1438
მთავარი პროკურატურის ახალი შენობის აშენება 22 მლნ ლარამდე დაჯდება

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, მთავარი პროკურატურის ახალი შენობის აშენება იგეგმება. ნაგებობის საპროექტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა და უახლოს მომავალში სამშენებლო კომპანიის შესარჩევად ტენდერის გამოცხადებაც იგეგმება.

პროკურატურის ახალი შენობის რენდერი

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, მშენებლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ იგეგმება და პროექტის სავარაუდო ღირებულება 22 მილიონ ლარამდეა.

საქართველოს მთავარი პროკურაკუტირს განცხადებით, მშენებლობა განხორციელდება პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით.

პროკურატურის ახალი შენობის რენდერი

უწყების განცხადებით, ახალ შენობაში განთავსდება თბილისის რაიონული პროკურატურები, რომელთა თანამშრომლები უკვე არაერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ახალ შენობაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრიც განთავსდება .

პროკურატურის ახალი შენობის რენდერი

მასალების გადაბეჭდვის წესი