ახალი ამბები

ენმ „ოცნების“ ოფისთან აქციას მართავს

13 თებერვალი, 2023 • 644
ენმ „ოცნების“ ოფისთან აქციას მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავს. ენმ-ის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა.

  • „გაათავისუფლე მიშა!“
  • „გადაარჩინე მიშა““
  • „ირაკლი რუსი“ — აქციის მონაწილეებს ხელში ბანერები ამ წარწერებით უჭირავთ. ისმის საყვირების ხმაც.

ენმ-ის აქტვისტები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოში პროკრემლისტურ პოლიტიკას ახორციელებს. ისინი ითხოვენ „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის, ირაკლი კობახიძის დასანქცირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი