ახალი ამბები

გარდაიცვალა ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი

10 თებერვალი, 2023 • 2106
გარდაიცვალა ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი

ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ცოლი ოქსანა მასლაკი ავრცელებს.

ოლეგ პანფილოვს საქართველოს მოქალაქეობა 2008 წელს მიენიჭა. ის რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად სწორედ იმ პერიოდში გადმოვიდა. ჟურნალისტი აცხადებდა, რომ საქართველოში გადმოსვლის მთავარი მიზეზი რუსეთში შექმნილი სიტუაცია იყო, სადაც არ არსებობდა სიტყვის თავისუფლება და ობიექტური ინფორმაცია:

„საქართველოში ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი რუსეთში ბოლო დროს შექმნილი სიტუაციაა. როცა ქვეყანაში არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, ობიექტური ინფორმაცია და ხალხს ეშინია თავისუფლად აზრის გათქმის, დიახ, ეს პოლიტიკას უკავშირდება. ჩემზე მუქარა ინტერნეტის საშუალებით ხშირად ხორციელდებოდა.

ადამიანები გამოხატავდნენ ზიზღს ჩემ მიმართ, როცა საქართველოს ვიცავდი; ქვეყნის მტერს მეძახდნენ, როცა ვამბობდი, რომ ერთი წლის წინ დაწყებული ომი რუსული აგრესია იყო. მიუღებელია საბჭოთა კავშრის აღდგენაზე ფიქრიც კი, იმპერილიზმი დემოკრატია ნადვილად არ არის”, — ამბობდა ოლეგ პანფილოვი.

პანფილოვი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი