ახალი ამბები

ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

9 თებერვალი, 2023 • 885
ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქალაქ ადიამანში მაშველებმა რამდენიმესაათიანი უწყვეტი ღონისძიება ჩაატარეს, რა დროსაც კაცის ცოცხლად გადარჩენა მოხერხდა.

ქალაქ ადიამანში რამდენიმესაათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ ქართველმა მეხანძრე -მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.ვ

საქართველომ თურქეთში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი გაუშვა, მათ შორის, სამაშველო აღჭურვილობით.


თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16 ათასს გადააჭარბა გადააჭარბა.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი