ახალი ამბები

მეტროში ძაბვის ვარდნამ მატარებლების მოძრაობა შეაფერხა

7 თებერვალი, 2023 •
მეტროში ძაბვის ვარდნამ მატარებლების მოძრაობა შეაფერხა

7 თებერვლის დილას თბილისის მეტროში ძაბვის ვარდნამ მატარებლების მოძრაობა შეაფერხა. როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამის გამო ვაგონთა შემადგენლობების მოძრაობის ინტერვალი შედარებით გაიზარდა.

კომპანიის თანახმად, ძაბვის ვარდნა დაფიქსირდა როგორც პირველ, ისე მეორე ხაზზე, რამაც მატარებლების გარდა, ესკალატორების მოძრაობაზეც იმოქმედა.

“შეფერხება იყო 5 წუთით და შემდეგ მატარებლებმა დაიწყეს ცოტათი გაზრდილი ინტერვალით მოძრაობა. ახლა მატარებლები მოძრაობენ და ეტაპობრივად ჩაჯდებიან განრიგში”, — აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, სამშაბათის დილას თბილისის მეტროში ძაბვის ვარდნა, ჯამში, ორჯერ დააფიქსირეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი