ევროპარლამენტში “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვან.
სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფი არის ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორი პოლიტიკური პარტია, ისეთივე როგორიც, მაგალითად, EPP-ია (ევროპის სახალხო პარტია) ნაციონალური მოძრაობისთვის.
“დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავიმეორეთ მოწოდება საქართველოს ხელისუფლებასადმი, რომ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე მსჯავრდებულ, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ”, – ნათქვამია ევროპელი სოცდეკების განცხადებაში.
Today, in the plenary we reiterated the call on the Georgian authorities to allow the convicted former president Mikheil Saakashvili to undergo medical treatment abroad on humanitarian grounds. pic.twitter.com/1cdfUFjb2I
— S&D Group (@TheProgressives) February 2, 2023
დღეს, 2 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გადაუდებელი დებატები გაიმართა, სადაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელმა “ქართულ ოცნებას” მოუწოდა, ექსპრეზიდენტი უცხოეთის კლინიკაში გადაიყვანონ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე.