ახალი ამბები

დიაბეტიანი ბავშვების მშობლების პროტესტი და დაპირისპირება ჯანდაცვის სამინისტროსთან

2 თებერვალი, 2023 • 963
დიაბეტიანი ბავშვების მშობლების პროტესტი და დაპირისპირება ჯანდაცვის სამინისტროსთან

დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის ინსულინის პროგრამის გაუმჯებესების მოთხოვნით, დღეს, 2 თებერვალს,თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან, საპროტესტო აქცია გაიმართა.

საპროტესტო აქციაზე მისული მშობლების ნაწილს სამინისტროში არ უშვებდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

საბოლოოდ, მშობლები სამინისტროს ფოიეში შევიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ადგილს არ დატოვებენ, სანამ სამინისტროსგან კონკრეტული პასუხი არ ეცოდინებათ.

დიაბეტიანი ბავშვის მშობლების თქმით, რამდენიმე სახის პრობლემას აწყდებიან, მათ შორის, ინსულინისა და ნემსების სპეციალური თავების დეფიციტს და ა.შ.

პრობლემის შესახებ უფრო ვრცლად ნეტგაზეთი ამზადებს სტატიას, რომელიც დღის განმავლობაში გამოქვეყნდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.